logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: შესაძლოა, კოვიდ-ინფიცირებული პაციენტები არა მხოლოდ კოვიდ-საავადმყოფოებმა, არამედ სხვა კლინიკებმაც მიიღონ
- +

28 ოქტომბერი. 2020. 11:47

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შესაძლოა, კოვიდ-ინფიცირებული პაციენტები არა მხოლოდ კოვიდ-საავადმყოფოებმა, არამედ სხვა კლინიკებმაც მიიღონ. ამის შესახებ მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განუცხადა.

 

„ამასთან დაკავშირებით ალბათ, ჯანდაცვის სამინისტრო დეტალებზე ისაუბრებს, თუმცა, მე რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ჩვენ კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას გვაძლევს, თუ ამის საჭიროება დადგება, ბუნებრივია, ამას გავაკეთებთ, იმიტომ, რომ კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ, ჩავთვალოთ, შესაბამისად, იქ სადაც ამის საჭიროება იქნება, ჩვენ ამას გავაკეთებთ“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner