logo_geo
eng_logo
„გამოკითხულთა 41% ფიქრობს, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება“ - Public Opinion Strategies-ის კვლევა
- +

28 ოქტომბერი. 2020. 20:27

 

 

იმედის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები დღეს გახდება ცნობილი. ამასთან 31 ოქტომბერს, მაშინ როდესაც საარჩევნო უბნები ოფიციალურად დაიხურება, იმედი მაყურებლებს ეგზიტპოლს შესთავაზებს.

 

მანამდე კი ტელეკომპანია იმ შეკითხვებზე პასუხები გამოაქვეყნა, რომელიც წინასაარჩევნოდ აქტუალურია.

 

შეკითხვაზე, როგორ ფიქრობთ, მომდევნო 12 თვის განმავლობაში თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა შეიცლება თუ არა - გაუმჯობესდება თუ გაუარესდება.

 

ჯამში, რესპონდენტთა 41% ფიქრობს, რომ გაუმჯობესდება, 27% ჯამში ფიქრობს, რომ გაუარესდება, ხოლო 17% ამბობს, რომ იგივე დარჩება.

 

ტელეკომპანიის დაკვეთას უმსხვილესი ამერიკული საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია Public Opinion Strategies-ი შეასრულებს.

 

ეს არის 30 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია, რომელიც მუშაობს როგორც პოლიტიკოსების, ასევე მედია საშუალებების, კერძო კომპანიებისა და სავაჭრო ასოციაციებისთვის. ამ ორგანიზაციამ ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს კანდიდატებისთვის ჩაატარა ორ მილიონამდე ინტერვიუ და ექვსი ათასამდე გამოკითხვა. ამას გარდა, კომპანია მუშაობს 15 სხვადასხვა ქვეყანაში. მათ შორის საქართველოში,სადაც ჩატარებული აქვს არაერთი კვლევა. Public Opinion Strategies-მა პირდაპირი ინტერვიუების მეთოდით კვლევა, 9 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა და 1518 რესპიდენტი გამოკითხა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner