logo_geo
eng_logo
2-27 ნოემბერს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 28 ლოკაციაზე მოემსახურება
- +

30 ოქტომბერი. 2020. 14:04

 

 

2-27 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 28 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება. კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. აგრეთვე, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.

 

  1. ლანჩხუთი - 02.11.2020 - ჟორდანიას ქ. N 135, პოლიციის შენობის გვერდით - 10:00-17:00

 

  1. დმანისი - 02.11.2020 - წმინდა ნინოს ქ. N 41, გამგეობის შენობის წინ - 10:00-17:00

 

  1. ტყიბული - 03.11.2020 - კარლო ლომაძის მოედანი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია - 10:00-17:00

 

  1. თეთრიწყარო - 03.11.2020 - თამარ მეფის ქ. N 34, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია - 10:00-17:00

 

  1. ლენტეხი - 04.11.2020 - თამარ მეფის ქ. N 24, გამგეობის შენობის წინ - 10:00-17:00

 

  1. მარტყოფი - 04.11.2020 - მარტყოფი ქ. N1, საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორია - 10:00-17:00

 

  1. ხონი - 05.11.2020 - გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია - 10:00-17:00

 

  1. დუშეთი - 05.11.2020 - რუსთაველის ქ. N 27, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური მოედანი - 10:00-17:00

 

  1. მესტია - 06.11.2020 - სეტის ქ. N1 - 10:00-17:00

 

  1. ხარაგაული - 09.11.20209 - აპრილის ქ. N 15, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია - 10:00-17:00

 

  1. გურჯაანი - 09.11.2020 - ნონეშვილის გამზ. N13, გამგეობის შენობასთან - 10:00-17:00

 

  1. ყვარელი - 10.11.2020 - კუდიგორის ქ. N 1, მუნიციპალიტეტის შენობასთან - 10:00-17:00

 

  1. ახმეტა - 11.11.2020 - ბიძინა ჩოლოყაშვილის ქ. N49, გამგეობის შენობასთან - 10:00-17:00

 

  1. ცაგერი - 11.11.2020 - რუსთაველის ქ. N 64, გამგეობის შენობის წინ - 10:00-17:00

 

  1. ვანი - 12.11.2020 - გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია - 10:00-17:00

 

  1. ყაზბეგი - 13.11.2020 - გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია - 10:00-17:00

 

  1. ბაღდათი - 13.11.2020 - წერეთლის ქ. N 2, გამგეობის შენობის წინ - 10:00-17:00

 

  1. ადიგენი - 16.11.2020 - თამარ მეფის ქუჩის დასაწყისი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია - 10:00-17:00

 

  1. ასპინძა - 17.11.2020 - მეფე თამარის ქუჩის დასაწყისი, „თიბისი ბანკის“ მიმდებარე ტერიტორია - 10:00-17:00

 

  1. ნინოწმინდა - 18.11.2020 - პუშკინის ქუჩა, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია - 10:00-17:00

 

  1. აბაშა - 19.11.2020 - ჯორჯიკიას ქ. N 3, „ლიბერთი ბანკის“ წინ - 10:00-17:00

 

  1. მარტვილი - 20.11.2020 - თავისუფლების ქ. N 10, მუზეუმის წინ - 10:00-17:00

 

  1. კასპი - 24.11.2020 - სააკაძის ქ. N 68, საკრებულოს შენობასთან - 10:00-17:00

 

  1. საჩხერე - 25.11.2020 - თავისუფლების ქ. N 4, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია - 10:00-17:00

 

  1. ქარელი - 26.11.2020 - თამარ მეფის ქ. N 48, „ლიბერთი ბანკის“ მიმდებარე ტერიტორია - 10:00-17:00

 

  1. ონი - 26.11.2020 - აღმაშენებლის მოედანი N1, საკრებულოს წინ - 10:00-17:00

 

  1. ყაზბეგი - 27.11.2020 - გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია - 10:00-17:00

 

  1. მესტია - 27.11.2020 - სეტის ქ. N1 - 10:00-17:00

 

 

right_banner
არქივი
right_banner