logo_geo
eng_logo
ზამთრის მოახლოების გამო, დედაქალაქში მოქმედი შადრევნები გაითიშება
- +

24 ნოემბერი. 2020. 16:58

 

ტემპერატურის ცვლილების გამო, 25 ნოემბრიდან დედაქალაქში მოქმედი ყველა შადრევანი გაითიშება.

 

ზამთრის დადგომისას, შადრევნების გამორთვა და მომავალი წლისთვის მომზადება ყოველწლიურად ხორციელდება.

 

დედაქალაქში არსებული 50-მდე შადრევნის მოვლა-პატრონობას შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს. შადრევნების ნაწილი კი რაიონული გამგეობების დაქვემდებარებაშია.

 

ყველა მათგანი გაზაფხულზე, ტემპერატურის მატების შემდეგ ჩაირთვება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner