logo_geo
eng_logo
ვაჟა სირაძე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში“ ხელმძღვანელს შეხვდა
- +

24 ნოემბერი. 2020. 17:02

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში“ - ხელმძღვანელს, ტერი სკაიფს შეხვდა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს დანაშაულისა და საგზაო შემთხვევათა ანალიზის სისტემა და მისი ინტეგრირება სამინისტროს ერთიან ანალიტიკურ ქსელში: დანაშაულზე პირველადი რეაგირება და პატრულის ფუნქცია ამ პროცესში; საპატრულო პოლიციის როლი და დანიშნულება ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის პროცესში და სხვ.

 

შეხვედრის დასასრულს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მადლობა გადაუხადა პროექტის ხელმძღვანელს მხარდაჭერისთვის და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

 

აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2016 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა, კოორდინაცია და მონიტორინგი, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით, პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფორმების განხორციელების პროცესის ხელშეწყობა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner