logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: საქართველო მსგავს ქვეყნებს შორის იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც ვაქცინას მიიღებს
- +

16 იანვარი. 2021. 22:16

 

„საქართველო მის მსგავს ქვეყნებს შორის იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც ვაქცინას მიიღებს“, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, ჟურნალისტებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით განუცხადა.

 

მისივე თქმით, სავარაუდოდ, ვაქცინის პირველი პარტია იქნება „ფაიზერის“ რამდენიმე ათეული ათასი დოზა.

 

„მთელი ქვეყნის და ჯანდაცვის სამინისტროს დიდი ძალისხმევით, იმ პატივისცემისა და ანგარიშგაწევის გამო, რასაც მსოფლიო ინსტიტუციები საქართველოს უწევენ, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, მის მსგავს ქვეყნებს შორის, რომელიც მიიღებს ვაქცინას. ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ საქართველო მიიღებს „ფაიზერის“ ვაქცინის მცირე პარტიას, სახელდება რამდენიმე ათეული ათასიდან ასი ათასამდე დოზა.

 

ეს შესაძლოა, მოხდეს ერთ თვეში. ხოლო შემდეგი პარტიის მიღება იგეგმება არაუგვიანეს პირველი კვარტლის ბოლოს, ანუ არაუგვიანეს მარტის ბოლოს. ეს იქნება გაცილებით უფრო დიდი რაოდენობა – ასეული ათასი, ნახევარი მილიონი ან უფრო მეტი. რამდენადაც ვიცი, ეს იქნება სავარაუდოდ „ასტრაზენეკა“, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არ არის. „ასტრაზენეკა“ საქართველოსთვის ოპტიმალურია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

მისივე განცხადებით, ვაქცინის პირველი პარტიით რისკ-ჯგუფების წარმოამდგენლები აიცრებიან. ამასთან ცერცვაძემ მოსახლეობას ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდა.

 

„უკვე განსაზღვრულია რისკ-ჯგუფები. პირველ რიგში, ეს იქნება ჯანდაცვის მუშაკები, ასევე ხანდაზმული და თანხმლები დაავადებების მქონე პირები, რასაც გასწვდება ვაქცინის ეს პირველი პარტია. ხოლო შემდეგი პარტიების დროს, ამოცანაა მოსახლეობის მინიმუმ 60 პროცენტი მაინც აიცრას. 60 პროცენტის აცრა ნიშნავს უკვე გაჯერებულ იმუნიტეტს, ანუ ახალი შემთხვევების რაოდენობა იქნება მინიმალური.

 

ცალსახად ვურჩევ ყველას, ვისაც არ ექნება რაიმე განსაკუთრებული წიანააღმდეგ ჩვენება, ვაქცინის მიმართ ალერგიული რეაქცია ან რაღაც ასეთი, ყველამ გაიკეთოს ვაქცინა და უპირველეს ყოვლისა, ვინც განეკუთვნება რისკის-ჯგუფებს. ის რომ ცუდი იყოს, ინგლისის დედოფალი და მისი ოჯახი არ აიცრებოდა, არ აიცრებოდა ჯო ბაიდენი და ერდოღანი“, -განაცხადა ცერცვაძემ

 

https://imedinews.ge/ge/covid19/181914/tengiz-tsertsvadze-saqartvelo-msgavs-qveknebs-shoris-iqneba-erterti-pirveli-romelits-vaqtsinas-miigebs

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner