logo_geo
eng_logo
რას ითვალისწინებს ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა
- +

18 იანვარი. 2021. 01:47

 

 

 

COVAX პლატფორმა საქართველოდან ხვალ მიიღებს დასტურს, რომ წლის პირველ კვარტალში ვაქცინის მისაღებად ქვეყანა მზად არის.

 

სპეციალური საბჭო მთავრობის წევრების, ექსპერტების, პროფესიული და საფინანსო ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, შეთანხმდა, რომ ქვეყნის გასახსნელად, ჩვეული ეკონომიკური რეჟიმის აღსადგენად, მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა აიცრას. სასურველია წლის ბოლომდე, რასაც შესაძლოა 164 მილიონამდე ლარი დასჭირდეს.

 

ვაქცინაციისას პრიორიტეტული ჯგუფები ამ თანმიმდევრობით განისაზღვრა:

 

  1. ჯანდაცვის სექტორი სრულად;

 

  1. ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების (თავშესაფრების) ბენეფიციარები და პერსონალი;

 

  1. 75 წელს გადაცილებული მოსახლეობა;

 

  1. 65-74 წლის მოსახლეობა;

 

  1. ესენციური სერვისები;

 

  1. 55-64 წლის მოსახლეობა;

 

  1. ქრონიკული დაავადების მქონე 18-54 წლის მოსახლეობა, მერე სხვა დანარჩენიც, ვირუსგადატანილებიც.

 

არ აიცრებიან ბავშვები. ვაქცინაცია ნებაყოფლობითი და უფასო იქნება. მსოფლიოში უკვე 32 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა

 

ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია - გეგმის საბოლოო დეტალებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner