logo_geo
eng_logo
საქართველოში კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

18 იანვარი. 2021. 11:04

 

საქართველოში კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1 643 ადამიანი განიკურნა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 25 პაციენტი.

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 4 964 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2 930, პისიარ-ტესტით – 2 034.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 247 915 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 234 636 გამოჯანმრთელდა, 2 958 კი გარდაიცვალა.

 

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 460 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 22 714 ადამიანი.

 

ამასთან, 17 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 608 პირი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner