logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: ჩემი გულთბილი მილოცვა ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს, ველი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას
- +

20 იანვარი. 2021. 23:22

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს.

 

ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში „ტვიტერში“ წერს.

 

აქვე ზალკალიანი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას ულოცავს კამალა ჰარისს.

 

„ჩემი გულთბილი მილოცვა ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს. ვუსურვებ მათ წარმატებას ამ უაღრესად მნიშვნელოვან მისიაში, რომელიც ამ კრიტიკულ დროს უკეთესი მომავლისკენ გაუძღვება. ველი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას“, – აღნიშნავს ზალკალიანი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner