logo_geo
eng_logo
ნედ პრაისი: რუსეთი უნდა დაემორჩილოს საერთაშორისო ვალდებულებებს
- +

24 იანვარი. 2021. 14:43

 

 

„რუსეთი უნდა დაემორჩილოს საერთაშორისო ვალდებულებებს“, - ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

 

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის საქმეზე დამატებით წონიან არგუმენტს აძლევს საერთაშორისო საზოგადოებას, რათა მათ რუსეთისგან მოითხოვონ შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. რუსეთი უნდა დაემორჩილოს საერთაშორისო ვალდებულებებს,"- წერს ნედ პრაისი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner