„ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას და მასთან ერთად იხსენებს, თუ როგორ დაეცა საქართველოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული რესპუბლიკა 100 წლის წინ საბჭოთა არმიის შემოჭრის შემდეგ“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით „ტვიტერზე“ წერს.
„ეს დღე არასდროს მიეცემა დავიწყებას. საქართველოს დამოუკიდებლობის დაფასება და განმტკიცება ჩვენი მყარი პარტნიორობის მთავარი მიზანია“, - წერს კარლ ჰარცელი.