logo_geo
eng_logo
„მილანმა“ კახა კალაძეს დაბადების დღე მიულოცა
- +

27 თებერვალი. 2021. 13:10

 

საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს, კახა კალაძეს, 41 წელი შეუსრულდა და მილანურმა კლუბმა მას დაბადების დღე სპეციალური ვიდეოთი მიულოცა.

 

„მან „როსონერის“ რიგებში 284 მატჩი ჩაატარა. დღეს კახა კალაძეს 41 წელი შეუსრულდა და ის კვლავ ისეთივე ძლიერია“, - ნათქვამია „მილანის“ ოფიციალურ მილოცვაში.

 

კახა კალაძე მილანის ღირსებას 9 წლის განმავლობაში იცავდა და კლუბთან ერთად ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, თითოჯერ იტალიის ჩემპიონატი, იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

 

  

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner