logo_geo
eng_logo
ლევან იოსელიანი: წლებია, ერთმანეთის ლანძღვას ვუყურებთ, ეს პოლიტიკა თუ არ შევცვალეთ, მრავალპარტიულ პარლამენტს ვერ მივიღებთ
- +

3 მარტი. 2021. 13:48

 

 

ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან იოსელიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ციხეში ჯდომა არა მხოლოდ ერთი პარტიის, არამედ ქვეყნის პრობლემაა.

 

როგორც ჟურნალისტებს იოსელიანმა განუცხადა, გირაოს გადაუხდელობის გამო პოლიტიკოსებს ციხეში არ უშვებენ და შესაძლებელი იყო, პროცესი პარლამენტში შეჩერებულიყო.

 

შეგვეძლო, ეს პროცესი პარლამენტში შეგვეჩერებინა. გირაოს გამო პოლიტიკოსებს ციხეში არ უშვებენ და ხომ ვიცოდით, ამას რა შედეგი მოჰყვებოდა? – ქვეყანა ამ შედეგისგან უნდა დაგვეზღვია. დღეს კიდევ უფრო რთულია მოლაპარაკება, ვიდრე ორი კვირის წინ იყო. როცა რაღაც გადაწყვეტილებას იღებ, უნდა გესმოდეს, ამას რა შედეგი მოჰყვება ქვეყნისთვის, რადგან ნიკა მელიას ციხეში ჯდომა არ არის მხოლოდ ერთი პარტიის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა ბრიუსელში შეხვედრის წინ, სადაც ქვეყნის ინტერესები უნდა განხორციელდეს. პოლიტიკა არ კეთდება სიყვარულით და სიძულვილით.

 

ქვეყნის ინტერესებიდან უნდა გამოხვიდე. გიყვარს, თუ არ გიყვარს, მოცემულობაა ის, რომნაციონალური მოძრაობასიდიდით პირველი ოპოზიციური ძალაა. უნდა შეძლო, გამონახო საერთო და ისე გადაწყვიტო, ეს საკითხი. პოლიტიკოსობა ამას ნიშნავს, თორემ, ერთმანეთის ლანძღვას ვუყურებთ ამდენი წელია. ეს პოლიტიკა თუ არ შევცვალეთ, ვერაფერს მივიღებთვერც მრავალპარტიულ პარლამენტს და სულ დაპირისპირება იქნება. ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ მოქალაქეებს განსხვავებული აზრის წარმოდგენა სურთ პარლამენტში”, – განაცხადა იოსელიანმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner