logo_geo
eng_logo
ფარნა მახოხაშვილი მასზე ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო, რამაც მისი ბებიის გარდაცვალება გამოიწვია, „ტვ პირველს“ სასამართლოში უჩივის
- +

3 მარტი. 2021. 14:35

 

 

ფარნა მახოხაშვილი მასზე ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო, რამაც მისი ბებიის გარდაცვალება გამოიწვია, აპირებს „ტვ პირველს“ სასამართლოში უჩივლოს.

 

კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს თანამშრომელი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. აღნიშნული პოსტით იგი უარყოფს, რომ გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფანჯრები მან ჩაამსხვრია.

 

„ტვ პირველმა“ ჩემს მიმართ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, ვითომ მე ჩავამტვრიე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფანჯრები გორში, რაც აბსოლუტური ტყუილია. ამ მატყუარა ტელევიზიების ყურებისას ჩემი მოხუცი ბებია შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, რასაც არასდროს ვაპატიებ მატყუარა, მოძალადეებს.

 

„ტვ პირველმა“ ეს ტყუილი გაავრცელა იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძესთან მაქვს გადაღებული ფოტო, რაც გაავრცელა კიდეც ისე, რომ არც კი მკითხა „ტვ პირველმა“ ჩემი პირადი ფოტოების გავრცელებაზე თანხმობა.

 

მერამდენე ადამიანის სიცოცხლე უნდა შეიწიროს მათმა ტყუილმა და ფსიქოლოგიურმა ტერორმა? აუცილებლად ვაგებინებ პასუხს სასამართლოს გზით ამ მავნებლებს ჩემი შეურაცხყოფისა და რაც მთავარია, ბებიის გამო, რომელსაც მათმა ტერორმა და ტყუილმა სიცოცხლე წაართვა!“, - წერს ფარნა მახოხაშვილი.

 

გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმა გუშინ მოხდა. პოლიციამ ოფისის დაზიანების ფაქტზე მეოთხე პირი დღეს დააკავა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner