logo_geo
eng_logo
დავით ზილფიმიანი: „ევროპელი სოციალისტები“ „ნაცმოძრაობას“ არჩევნებში დღესაც კი მოვუგებთ, იმდენი ბოროტება ჩაიდინეს
- +

3 მარტი. 2021. 18:21

 

 

საუბარი როდესაც არის სამი ათას ადამიანზე, ვინც ხმებს ითვლის, დოკუმენტს ხელს აწერს და ზოგიერთ პარტიას ასეთი წარმომადგენლები არ ჰყავს, ეჭვის ელემენტი ყოველთვის არსებობს. კომისიაში შესვლა სწორედ იმიტომ გადავწყვიტე, რომ იქნებ, რამენაირად მივაკვლიოთ კიდევ ერთი გაყალბების რაღაც ფორმას, - ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანმა არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

 

რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიცის შორის მოლაპარაკებებს, ზილფიმიანი აცხადებს, რომ დიალოგის რესურსი ყოველთვის არსებობს.

 

არსებობს კარუსელები, გზაში შეცვლა, ბიულეტენების ჩაყრა. გადათვლა მათემატიკაზე უნდა დავიყვანოთ. აპრიორი წაგებულ და ცუდ საქმეს ხელს არ მოვკიდებდი. კომისიას უფლება ექნება, ხელისმომწერები გამოკითხოს და უნდა ვკითხოთ, რა მოხდა. ეს მათემატიკური დასკვნები იქნება. თუ ვინმეს რამე აქვს, კომისიას უნდა მოაწოდოს. არ გამოვრიცხავ, ხელის მოწერის გაყალბებასაც ჰქონდეს ადგილი. ყველაფრის დაზუსტებას შევეცდები. კარგი იქნება, თუ ოპოზიციური პარტიები ამ კომისიაში შემოვლენ. გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, კომპრომისის მონახვა ყოველთვის შეიძლება. როცა ზიხარ და საუბრობ, ყოველთვის რაღაც გამოინახება. მეორეა, როცა შეხების წერტილი არ არის. აქციების შეწყვეტა კარგია. ფასილიტაცია, მედიაცია ის არის, რომ მათაც დაინახეს, ერთმანეთს მათ გარეშე ვერ ველაპარაკებით და გვიჭირს. დიალოგის რესურსი ყოველთვის არსებობს. წარმოიდგინეთ, ნიკა მელიას რამდენი აქვს გაკეთებული პარტიისთვის? რაღაცა რომ მოხდეს, გგონიათ, არ შეეცდებიან, ეს გვირგვინები და დაფნები ისევ ძველმა წაიღოს? შეეცდებიან. რაც დღესნაცმოძრაობისძველმა გვარდიამ გააკეთა და ისეთი კატასტროფული სიჩქარით დაკარგა რეიტინგი, შეკითხვა რომ დაისვას, არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ორი პარტია რომ იღებდეს - „ევროპელი სოციალისტებიდანაცმოძრაობა”, მათ დღესაც კი მოვუგებთ, იმდენი სისულელე და ბოროტება ჩაიდინეს“, - განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner