logo_geo
eng_logo
პომპეის ექსპონატები საქართველოში პირველად გამოიფინება
- +

12 ივნისი. 2021. 16:35

 

ივლისსა და აგვისტოში, ვანის განახლებულ არქეოლოგიურ მუზეუმში, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით, პომპეის საგანძური გამოიფინება.

 

„სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი,”-ასე ჰქვია გამოფენას, რომლის ფარგლებში, საქართველოში პირველად იქნება წარმოდგენილი ახალი წელთაღრიცხვის 79 წლის 24 აგვისტოს, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად, ფერფლით დაფარული ძველი რომის ქალაქის-პომპეის ისტორია.

 

პომპეი, როგორც კარგად შემონახული ქალაქი, ანტიკური კულტურის კვლევის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. აღნიშნულ გამოფენასთან დაკავშირებით, ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს საქართველოში იტალიის ელჩი, ენრიკო ვალვო ეწვია.

 

ელჩს მუზეუმის დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ უმასპინძლა. მხარეების განცხადებით, აღნიშნული გამოფენა ორი ქვეყნის ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner