logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: სიტყვის თავისუფლება ტყუილის ტირაჟირებას არ ნიშნავს
- +

20 ივნისი. 2021. 22:00

 

„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე პროკურატურის მიერ ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნას ეხმაურება.

 

მისი თქმით, ნოდარ მელაძის შოუში გასული აუდიოჩანაწერი მოდელირებული და გაყალბებულია.

 

მისივე თქმით, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში მნიშვნელოვანია ორი ასპექტი, რომელზეც ჩიხელიძე ყურადღებას ამახვილებს.

 

„საქართველოს პროკურატურამ ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც დასკვნიდან ირკვევა, ნოდარ მელაძის შოუში გასული აუდიოჩანაწერი მოდელირებული და გაყალბებულია. „ტვ პირველმა“, ხელოვნური ჩარევის შედეგად სხვადასხვა სიტყვების დამახინჯებით შედგენილი ტექსტი რეალობაა წარმოაჩინა, რაც ჭიქაში ქარიშხლის ატეხის მცდელობას წარმოადგენდა. საბედნიეროდ, შედეგი მიუღწეველი დარჩა.

 

მნიშვნელოვანია ორი ასპექტი, რომელზეც აუცილებლად უნდა გამახვილდეს ყურადღება. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ აუდიო ჩანაწერები უკანონო გზით 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში არის მოპოვებული, აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორ ტოტალიტარულ სახელმწიფოში ვცხოვრობდით, სადაც თითოეულ ჩვენგანს უკანონოდ უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ. მიშას დროს ხომ მოსმენის მანკიერი პრაქტიკის არსებობა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაადგინოს, ვისი ბრძანებით მოხდა უკანონო მიყურადება და ვინ მოახდინა აუდიოჩანაწერის ასეთი ფორმით ჩამოყალიბება, თუ ამაში რაიმე ფორმით მაინც არის ჩართული ნოდარ მელაძე ან ტვ პირველი, რა თქმა უნდა, პასუხი მკაცრად უნდა აგოს, სიტყვის თავისუფლება, ტყუილის ტირაჟირებას არ ნიშნავს!“ - აღნიშნავს დავით ჩიხელიძე. 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner