logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ არჩევნები ჩატარდეს დამოუკიდებელ, თავისუფალ, კონკურენტულ გარემოში და ასეც იქნება
- +

12 სექტემბერი. 2021. 17:24

 

 

 

„ძლიერი საქართველო ნიშნავს ძლიერ რეგიონებს, ძლიერ სოფლებს, ძლიერ ოჯახებს, სწორედ ამას ემსახურება ის მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი გეგმები, რომელიც დასახული გვაქვს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ ასპინძის მერობის კანდიდატის, როსტომ მაგრაქველიძის წარდგენისას განაცხადა.

 

„მოგესალმებით ასპინძელებო. მივესალმები კუთხეს, რომელიც ისტორიულად და კულტურულად დიდი მნიშვნელობის მატარებელია მთელი ქვეყნისთვის. პეიზაჟები და სილამაზე, რომელიც ბევრ მნახველს იზიდავს- ხერთვისის ციხესიმაგრე, თმოგვის ციხესიმაგრე, რომლის რეაბილიტაცია აუცილებლად უნდა დაიწყოს და აღდგეს და რა თქმა უნდა, ვარძია- ვიტყოდი მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრება, რომელიც უნიკალურია თავისი დატვირთვით ჩვენი ქვეყნისთვის, რომ წარმოვიდგინოთ თუ რამდენი გულანთებული ქართველის სისხლი დაღვრილა სამშობლოს დასაცავად. ყოველივე ეს გვაძლევს ბრწყინვალე საფუძველს ვიფიქროთ თუ რამდენად ძლიერი უნდა იყოს საქართველო და ყოველდღიურად უნდა ვიბრძოლოთ, ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ჩვენი წინაპრების მოლოდინები გავამართლოთ.

 

ძლიერი საქართველო ნიშნავს ძლიერ რეგიონებს, ძლიერ სოფლებს, ძლიერ ოჯახებს, სწორედ ამას ემსახურება ის მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი გეგმები, რომელიც დასახული გვაქვს. როდესაც ვსაუბრობთ ამა თუ იმ რეგიონის პოტენციალზე, ასპინძის შემთხვევაში პირველ რიგში გვახსენდება ტურიზმი, რადგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია და ყოველთვის ვცდილობ, უცხოელ სტუმრებს, რომლებიც ჩვენთან ჩამოდიან, ვაჩვენო აქაურობა, რადგან ეს დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა.

 

ყველა პროგრამა, რომელიც სოფლის მეურნეობის, მიმართულებით სახელმწიფოს აქვს, სრულად უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ავითვისოთ ის პოტენციალი, რომელიც ამ რეგიონს აქვს. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნების წინაშე ვდგავართ. არ მეგულება სხვა ძალა, რომელსაც ხედვები და გეგმები აქვს თუ როგორ უნდა იშრომოს რეგიონის გასაძლიერებლად. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ არჩევნები ჩატარდეს დამოუკიდებელ, თავისუფალ , კონკურენტულ გარემოში და ასეც იქნება. პარლამენტში მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც უზრუნველყოფს იმ უმაღლეს სტანდარტებს, რაც ადრე არასდროს ყოფილა საქართველოში და გამორიცხავს ყველანაირ სპეკულაციას და რაც ყველაზე მთავარია, ნერგავთ სიახლეებს - თანამედროვე ტექნოლოგიების სახით, ელექტრონული ხმის მიცემის პროცესი და ამას არა მხოლოდ ჩვენ ველოდებით, არამედ ელოდებიან სხვა ქვეყნებიც, თუ როგორ შევძლებთ ამ პროცესის მართვას. დარწმუნებულები ვართ, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და 4 წლის შემდეგ შევძლებთ თქვენს წინაშე კონკრეტული შედეგებით წარვდგეთ“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner