logo_geo
eng_logo
ვაქცინაციის მაჩვენებლით თბილისი ლიდერობს
- +

20 სექტემბერი. 2021. 14:10

 

 

'ვაქცინაციის მაჩვენებლით თბილისი ლიდერობს, სადაც 60%-ზე მეტია მოზრდილი მოსახლეობის მოცვა, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით სხვა რეგიონებზე", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ამასთან, მისი თქმით, ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი შემცირდა.

 

„გუშინ, მიუხედავად იმისა, რომ კვირა დღე იყო და შესაძლოა მეტ მოქალაქეს ჰქონოდა იმის, დრო რომ ვაქცინაციაზე წასულიყო, ასე არ მოხდა და 7 000-ზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან საგანგაშოა და მიუთითებს, რომ სერიოზულად საჭიროა ვაქცინაციის კიდევ მეტად სტიმულირება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner