logo_geo
eng_logo
ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიაში 10 ათასი ლარი გათამაშდა
- +

20 სექტემბერი. 2021. 15:08

 

 

Stopcov.lotto.ge-ზე ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის ყოველკვირეული გათამაშების შედეგები გამოქვეყნდა. გათამაშებულია 10 ათასი ლარი.

 

როგორც ვებგვერდზეა მითითებული, თანხა მოიგო პიროვნებამ, რომლის ინიციალებიცაა ნ.რ. ის ბოლნისში, „სინოფარმით“ აიცრა.

 

ამასთან, ყოველკვირეულ გათამაშებაში, სამმა ადამიანმა მოიგო 5000-5000 ლარი, ოთხმა ვაქცინირებულმა - 1500-1500 ლარი, ცხრა ადამიანს კი 1000-1000 ლარი ერგო.

 

STOPCOVID - ლატარია „აიცერი და მოიგე“ იმართება საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ვაქცინაციის პროცესის სტიმულირების მიზნით. ლატარია დაიწყო 13 სექტემბერს, ხოლო პირველი გათამაშება 14 სექტემბერს შედგა. 27 დეკემბერს დასრულდება ყოველდღიური და ყოველკვირეული გათამაშება, ხოლო 31 დეკემბერს გაიმართება შემაჯამებელი გათამაშება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner