logo_geo
eng_logo
მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი მინისტრის საათის ფორმატში მიხეილ ჩხენკელსა და თეა წულუკიანს მოუსმენს
- +

29 ნოემბერი. 2021. 15:54

 

 

მიმდინარე კვირაში, ოთხშაბათს, 1-ლ დეკემბერს, პარლამენტი მინისტრის საათის ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს, ხოლო პარასკევს, 3 დეკემბერს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანს მოუსმენს. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე  ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

მინისტრების მოსმენა პარლამენტის რეგლამენტით  მინისტრის საათის ფორმატისთვის განსაზღვრული პროცედურებით წარიმართება.

 

 მიმდინარე კვირაში,  რიგი საკანონმდებლო ინიციატივების  განხილვის გარდა,  საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის  მოსმენა  იგეგმება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner