logo_geo
eng_logo
გურამ აბულაძე: პრემიერის უშუალო ჩართულობით ძვირად ღირებული მედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხები გამოიყო
- +

1 დეკემბერი. 2021. 11:44

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „სკა ფაუნდეიშენ საქართველოს“ თავმჯდომარე გურამ აბულაძე ძვირად ღირებული მედიკამენტების შესაძენად მთავრობისგან მიღებულ დაფინანსებაზე საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან საუბრობს და აცხადებს, რომ ძალიან კმაყოფილია.

 

გურამ აბულაძის თქმით, ძვირად ღირებული პრეპარატის შეძენა და თანხების გამოყოფა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით მოხდა.

 

„ძალიან დიდი ხანია ვიბრძვით იმის შესახებ, რომ გავიგოთ რაიმე სამკურნალო პრეპარატი თუ არსებობს. 2016 წელს გამოჩნდა პირველად, მაშინ რამდენიმე ექსპერიმენტული პრეპარატი იყო. მას შემდეგ კვლევებში ვართ და უკვე რამდენიმე წელიწადია გამოვიდა ეს პრეპარატი. ეს ყველაზე ძვირად ღირებულია.

 

მას შემდეგ რაც ეს წამალი შემოვიდა და გავედით ამ კომპანიასთან კონტაქტზე, წერილების მიტანა დავიწყეთ მთავრობაში. როგორც იქნა მივედით იმ ეტაპზე, რომ დაფინანსება მივიღეთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

 

მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით და უშუალო ჩართულობით მოხდა ამ ძვირად ღირებული მედიკამენტის შეძენა და მისთვის თანხების გამოყოფა. მადლობა ამისთვის პრემიერ-მინისტრს.

 

დაფინანსება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ამ მედიკამენტის მიღება დაიწყონ ყველაზე მძიმე პაციენტებმა. მთავრობის მხარდაჭერით ძალიან კმაყოფილი ვარ. მივწერეთ წერილი მთავრობას და შესაბამისად თანხებიც გამოიყო“, - აცხადებს გურამ აბულაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner