logo_geo
eng_logo
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხივე კანდიდატს მხარი დაუჭირა
- +

1 დეკემბერი. 2021. 15:39

 

პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხივე კანდიდატს მხარი დაუჭირა.

 

უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნენ: ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი, გენადი მაკარიძე და თამარ ოქროპირიძე.

 

პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგები ასეთია:

 

გენადი მაკარიძე - 81 მომხრე, 5 - წინააღმდეგი;

 

თამარ ოქროპირიძე - 81 მომხრე, 5 - წინააღმდეგი;

 

ნინო სანდოძე - 80 მომხრე, 5 - წინააღმდეგი;

 

თეა ძიმისტარაშვილი -81 მომხრე, 5 - წინააღმდეგი;

 

მანამდე მათ მხარდაჭერა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამოუცხადეს.

 

კენჭისყრას არ ესწრებოდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები, მათ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner