logo_geo
eng_logo
მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდზე სუბსიდიას მიიღებს
- +

17 იანვარი. 2022. 11:29

 

„ჩვენი გადაწყვეტილებით, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, დაახლოებით მილიონ ადამიანს, დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს, „- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს, 150 000 და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას, რაც დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს შეადგენს.

 

„მოგეხსენებათ, რომ ეს პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყების დღიდან, გრძელდებოდა 2 წელი, ახლა იანვარში შეწყდა ეს სუბსიდირების პროგრამა და ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული პროგრამა გავაგრძელოთ და მოსახლეობის იმ ფენას, ვინც ყველაზე მეტად გაჭირვებულია, ამ მიზნობრივ ჯგუფებს, დავუსუბსიდიროთ ელექტროენერგიის ნაზარდი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

პროგრამა იანვრიდან დაიწყება და მთელი წლის განმავლობაში იმოქმედებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner