logo_geo
eng_logo
ვაქცინის მესამე დოზა ძალზე ეფექტიანია „ომიკრონის“ წინააღმდეგ - კვლევა
- +

23 იანვარი. 2022. 16:29

 

 

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის კვლევის თანახმად, „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინების გამაძლიერებელი დოზები ძალზე ეფექტიანი აღმოჩნდა „ომიკრონთან“ დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციის თავიდან ასაცილებლად.

 

გამაძლიერებელი დოზები 90%-ით ეფექტიანია „ომიკრონის“ წინააღმდეგ. დოზები, ასევე, 82%-ით ეფექტიანი იყო გადაუდებელი დახმარების განყოფილებისა და გადაუდებელი დახმარების ვიზიტების თავიდან ასაცილებლად.

 

„კვლევა ნამდვილად აჩვენებს გამაძლიერებელი დოზის მიღების მნიშვნელობას“, - აღნიშნა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა  ემა აკორსიმ.

 

ამერიკელებმა უნდა მიიღონ გამაძლიერებლები, თუ სულ მცირე ხუთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მათ  გაიკეთეს „ფაიზერის“ და მოდერნას“ ვაქცინები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner