logo_geo
eng_logo
ჯანდაცვის მინისტრმა ფარმაცევტული საწარმოების წარმომადგენლებთან GMP სტანდარტზე გადასვლის საკითხები განიხილა
- +

26 იანვარი. 2022. 12:30

 

 

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გამართულ მრგვალ მაგიდაზე ფარმაცევტული საწარმოების GMP - ანუ კარგი საწარმოო პრაქტიკის სტანდარტზე გადასვლის საკითხები განიხილეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

„შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი და ფარმა-ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ზურაბ აზარაშვილმა GMP სტანდარტზე გადასვლის გეგმა მოისმინა და ხარისხის სტანდარტების დაკმაყოფილების მიზნით ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს მხარდაჭერა აღუთქვა. ადგილობრივ მწარმოებლებს GMP სტანდარტზე გადასვლის ვალდებულება 2022 წლის ბოლომდე აქვთ. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა, რომლის მიხედვითაც ახალი სტანდარტის დაკმაყოფილება იმპორტიორ კომპანიებსაც მოუწევთ, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს და იმპორტიორებს თანაბარ პირობებში ჩააყენებს“, - აღნიშნავენ უწყებაში.

 

შეხვედრას ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი გიორგი ჩერქეზიშვილი, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე, ფარმაცევტული კომპანიებისა და ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner