logo_geo
eng_logo
გლდანში, გმირი კურსანტების N14-16-18 საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერი ეწყობა
- +

24 ივნისი. 2022. 13:57

 

 

გლდანის გამგეობის მიერ გმირი კურსანტების N14-16-18 საცხოვრებელ კორპუსებთან  სკვერი ეწყობა.

 

გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი აღნიშნულ მისამართზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

 

ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამშენებლო ნარჩენები ეყარა, რაც გაიტანეს და შემდეგ სამუშაო პროცესი დაიწყო. სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. განთავსდება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები, ფიტნეს ზონა, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემა, ჩატარდება  გამწვანების სამუშაოები, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

 

გმირი კურსანტების N14-16-18 საცხოვრებელ კორპუსებთან მიმდინარე სამუშაოებისთვის გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 500 000 ლარამდე დაიხარჯება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner