logo_geo
eng_logo
პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
- +

15 მარტი. 2020. 15:59

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული გ.ჩ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1985 წელს დაბადებული მ.ჯ. ბასრი საგნის გამოყენებით დაჭრა.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

right_banner
არქივი
right_banner