logo_geo
eng_logo
თემურ ქეცბაია უცხოელ ჟურნალისტს დაუპირისპირდა: ჯიბიდან ხელი ამოიღე
- +

11 თებერვალი. 2020. 00:49

 

 

კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-19 ტურში ''ანორთოსისმა'' მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. ნიზოქიას ''ოლიმპიაკოსმა'' თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ გუნდს 2:1 სძლია.

 

''ოლიმპიაკოსის'' წინააღმდეგ გიორგი ლორიას არ უთამაშია, რომელმაც ''აპოელთან'' მცირე ტრავმა მიიღო. ბუბა დაუშვილი გუნდს დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარა. 62-ე წუთიდან ჯანო ანანიძე ჩაერთო თამაშში, ხოლო 76-ე წუთზე მოედანზე ნიკა კაჭარავა ვიხილეთ. მატჩის საბოლოო ანგარიში პირველ დამატებულ წუთზე კაჭარავას საგოლე პასით დურიშმა დააფიქსირა.

 

მატჩის შემდეგ ქეცბაიასა და ერთ-ერთ ჟურნალისტს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

''წელს ძალიან დიდი გზა გავიარეთ'' - დაიწყო კითხვის დასმა ჟურნალისტმა, თუმცა ქეცბაიამ გააწყვეტინა და შემდეგი პასუხი მოჰყვა: ''არა, ჩვენ არ გავიარეთ, ჩვენ გავდივართ.ჯიბიდან ხელი ამოიღე. მე ვზივარ და გისმენ, შენ კი ხელი ჯიბეში გაქვს ჩაყოფილი.''

 

თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მარცხის ერთ-ერთი მიზეზი გადატვირთული გრაფიკია. ბოლო 9 დღეში ''ანორთოსისმა'' 4 მატჩი ჩაატარა (3 კვიპროსის ჩემპიონატის და 1 კვიპროსის თასის).

 

თემურ ქეცბაია:''ის შედეგი მივიღეთ, რაც დავიმსახურეთ. კარგი მატჩი არ ჩაგვიტარებია, რაც უპირველესად პირველ ტაიმზე ითქმის. საბოლოოდ დავმარცხდით და ქულის მოპოვებაც ვერ მოვახერხეთ. გადახედეთ გასულ მატჩებს, ძალიან ხშირად გვიწევდა თამაში და ასე ხშირად შეხვედრების გამართვა ადვილი არაა. ახლა შემდეგ მატჩამდე ერთკვირიანი შუალედია, რასაც ძალების აღდგენისთვის და შემდეგი მატჩისთვის მაქსიმალურად კარგად მომზადებისთვის გამოვიყენებთ.''

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner