logo_geo
eng_logo
ლევან კობიაშვილი გოგონათა ნაკრებზე: გუნდმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია
- +

25 ოქტომბერი. 2018. 23:09

 

 

საქართველოს ქალთა ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ჩვენი 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში ითამაშებს.

 

ამ ამბავს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი სოციალურ ქსელში საგანგებო პოსტით გამოეხმაურა.

 

„საქართველოს გოგონათა 17-წლამდე ნაკრები ოფიციალურად ელიტ-რაუნდშია! ვულოცავ ჩვენს გოგონებს ისტორიულ წარმატებას, ვამაყობ თითოეული მათგანით და მახარებს ქალთა ფეხბურთის წინსვლა! ვისურვებდი, რომ ჩვენი გოგონების ეს წარმატება იყოს ნიშანი ყველა პატარა გოგოსთვის, რომელიც დღეს და ახლა ფეხბურთელობაზე ოცნებობს! იყოს მათთვის სტიმული, რომ თავისუფლად აირჩიონ ის, რაც სურთ, აისრულონ ყველაზე ამბიციური გეგმები და ითამაშონ ფეხბურთი. ძალიან ამაყი ვარ და გულით გილოცავთ ყველას“ – წერს ლევან კობიაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ნაკრებმა 23 ოქტომბერს ლატვია 2:0 დაამარცხა, 4 ქულა დააგროვა, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და საუკეთესო მესამე ადგილოსნის სტატუსით ელიტ რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner