logo_geo
eng_logo
7-9 მაისს რიკოთის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება
- +

6 მაისი. 2019. 17:48

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ რიკოთის გვირაბში, მიმდინარე წლის 7-9 მაისს, გვირაბის სახანძრო–სავენტილაციო სისტემების შემოწმებისა და შესწავლის სამუშაოებთან დაკავშირებით, საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება.

 

კერძოდ:

 

  • 7 მაისის 22:00 სთ-დან 8 მაისის 08:00 სთ-მდე;
  • 8 მაისის 22:00 სთ-დან 9 მაისის 08:00 სთ-მდე;
  • 9 მაისს 14:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე.

 

რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება გვირაბის შემოვლით გზაზე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner