logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ბრავო, პოეტო!
- +

27 მარტი. 2020. 22:53

 

 

ტარიელ ხარხელაურის ეს ლექსი ყველამ უნდა მიიღოს მოწოდებად საკუთარი თავისადმი.

 

 

უნაღდეს პოეტს ასეთად წარმოუდგენია ისინი, ვისაც პრეტენზია აქვს იწოდებოდეს საქართველოს მსახურად.

 

 

დღეისათვის ეს სტრიქონი: "სხვა გზა არა არის! – ხანჯლის პირზე უნდა იარო…" იმ მოწოდებას მაგონებს, გალაკტიონმა რომ ბრძანა: "სიტყვა არ წამოგცდეს რომ შენ დიღალე, განზე გადექი და ტყვია დაიხალე!"

 

 

ბრავო, პოეტო!

 

 

ტარიელ ხარხელაური

 

 

**************************

 

'' ყოველი ნერვით საქართველო უნდა გტკიოდეს,

თავი გადადო, მსახურება თუ დაივალე…

გვირგვინი მეფის თავზე ედგა თორმეტ გიორგის

იმათთაგანაც ერთი იყო მხოლოდ ბრწყინვალე.

 

 

დღეს რთული დროა, რთული დროა, საოცრად რთული,

ათასი მტერი დაბოგინობს შინა თუ გარეთ,

შენს მკერდში უნდა ბობოქრობდეს დავითის გული,

რომ გაუღვივო საქართველოს იმედი ხვალის.

 

 

სირცხვილიანი ბევრჯერ მოვრწყეთ სისხლით მინდორი,

ბევრჯერ ავისხით სისხლიანი დღენი ბინდებად,

საქართველოსთვის ოცნებაა მხოლოდ დიდგორი,

დღეს სულ ახალი, უჩვეულო სიბრძნე გვჭირდება.

 

 

არ დაგამძიმოს შენი ქვეყნის მაღალმა ჩრდილმა,

დიდი იქნები – თუ ამ ჩრდილით მზეზე გამოხვალ,

სამშობლო ჩვენი დღეს ქართულმა გამოხრა ჩრჩილმა,

მამული ჩემი დღეს ქართულმა ჩრჩილმა გამოხრა..

 

 

ვერ შესძლო ჟამმა, ვერ დანისლა, ვერა, კრწანისი,

დრომ ბაზალეთი დაგვიტოვა მუდმივ იარად,

ფიქრს სადღეისოს ნუ გადასდებ “შვილო” ხვალისთვის,

სხვა გზა არა არის! – ხანჯლის პირზე უნდა იარო…"

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner