logo_geo
eng_logo
თამაზ მოლაშვილი: ვეუბნები ბოკერიას - სადმე რომ შემხვდე, საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ!
- +

20 თებერვალი. 2020. 18:00

 

გიგა ბოკერიავ, მე, თამაზ მოლაშვილი გაძლევ პირობას – ხელისუფლებაში მოსვლას ვერ ეღირსები, ეს არ მოხდება!“ - ამის შესახებ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის მამა თამაზ მოლაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ტელევიზორი მინდა დავამტვრიო, ბოკერიას ეკრანზე რომ ვხედავ, თქვე დალოცვილებო, ობიექტურ ჟურნალისტიკაზე რომ გაქვთ პრეტენზია, კაი ძმაკაცივით მოისვამთ ბოკერიას გვერდით და ჭკუას ეკითხებით, ერთხელ მაინც თუ დაგისვამთ მისთვის შეკითხვა სულხანთან დაკავშირებით? გიგა ბოკერიავ, მე, თამაზ მოლაშვილი გაძლევ პირობას – ხელისუფლებაში მოსვლას ვერ ეღირსები, ეს არ მოხდება!

 

ახლა მე, თამაზ მოლაშვილი, ვეუბნები ბოკერიას, რომელსაც ცხოვრებაში ქათამიც კი არ დამიკლავს – სადმე რომ შემხვდე, საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ, რაც მომხვდება ხელში, ყველაფერი ცხვირში მოგხვდება! გირჩევნია, ციხეში საკუთარი ფეხით წახვიდე, უფრო დაცულად იქნები!“ - აცხადებს მოლაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner