logo_geo
eng_logo
ბაჩო ოდიშარია გია ხუხაშვილზე: რთულ ვითარებაში ქველმოქმედებას და დახმარების გაწევას რომ ნეგატიურ ჭრილში იხილავ, ეს განსაკუთრებული ტიპის უღირსობაა
- +

14 მარტი. 2020. 00:22

 

 

„სახელმწიფოსთვის რთულ ვითარებაში ქველმოქმედებას და დახმარების გაწევას რომ ნეგატიურ ჭრილში იხილავ, ეს განსაკუთრებული ტიპის უღირსობაა. სიკეთის და დახმარების აქტზე როდესაც პირადი მიზერული ვნებების დასაკმაყოფილებლად ამბობ, თვითტკბობა და ამპარტავნებააო, ამაზე მეტად როგორ უნდა დაკნინდე ადამიანი, ძნელი წარმოსადგენია. არადა, ბატონ გიას მშვენივრად მოეხსენება „ქართუ ფონდის“ და ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის გაწეული ქველმოქმედების ხასიათი“ - ასე აფასებს ანალიტიკოსი ბაჩო ოდიშარია POSTV-ის ვიდეობლოგში გია ხუხაშვილის მიერ „ქართუ ფონდის“ განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს, რომელიც მან მოგვიანებით წაშალა.

 

ბაჩო ოდიშარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ეს არ არის პირველი და უკანასკნელი მსგავსი ტიპის ინიციატივა და ეს გია ხუხაშვილმა კარგად იცის.

 

„იგივე იყო 2015 წელს თბილისში სტიქიის შემდეგ, როდესაც ივანიშვილმა განაცხადა თუ რაიმე რესურსს ხელისუფლება და ბიზნესი ვერ მოიძიებს, მე ავანაზღაურებო, ან როდესაც 2013 წელს კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის ფონდმა „ქართუმ“ 100 მილიონი ლარი გამოყო სოფლის მეურნეობისთვის და სახურავების შესაკეთებლად. ეს ყველაფერი გია ხუხაშვილს, რასაკვირველია, ჩემზე უკეთ მოეხსენება, მაგრამ როგორც ჩანს, მავნებლობა მისი ჰობია. ბატონი გიას ლოგიკით, ზემოხსენებული ინიციატივებიც ამპარტავნობა და თვითტკბობა გამოდის, ანუ დახმარება, ემპათია, სხვაზე ზრუნვა მხოლოდ თვითტკბობის ჭრილში წარმოუდგენია ამ ადამიანს” - ამბობს ბაჩო ოდიშარია.

 

მისი თქმით, ოპოზიციაში მდგარმა ზოგიერთმა სუბიექტმა ამ ქველმოქმედების ირგვლივაც დაიწყო მავნებლობა და ნეგატიურად შეფასება.

 

„ფონდმა „ქართუმ“ გაავრცელა განცხადება, რომ მზადაა, გამოყოს იმ მოცულობის ფინანსური რესურსი, რაც კორონავირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების დასაცავად იქნება საჭირო. ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეულ პრობლემებს ეფექტურად უმკლავდება, მაგრამ რადგან ჩვენი ქვეყანა ჯერჯერობით არ არის მდიდარი, იმ დანაკლისს, რასაც შესაძლოა, ვერ გასწვდეს ბიუჯეტი, ანაზღაურებს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება, ესაა მისი ქველმოქმედების ზოგადი პრინციპი. მოკლედ, ისეთი ქველმოქმედებაა, ძალიან რომ მოგინდეს, წესით, არ უნდა მოგცეს მინიმუმ შინაგანმა ეთიკამ უფლება, რომ რამე ცუდი თქვა ამ ინიციატივაზე, თუმცა, რასაკვირველია, ოპოზიციაში მდგარმა ზოგიერთმა სუბიექტმა ამის ირგვლივაც დაიწყო მავნებლობა და ნეგატიურად შეფასება. ნაცებისგან აღარ გვიკვირს არაფერი, მიშამ ვიდეომიმართვა ჩაწერა, რვაასი მილიონი აქ ბიძინა ივანიშვილს სახლის ბუნკერში დამარხული და ეს ფული უნდა ამოვიღოთო.

 

ამის პარალელურად, „ფეისბუქის“ ავანსცენაზე გამოვიდა დამოუკიდებელ ექსპერტად პოზიციონირებული გია ხუხაშვილი, რომელმაც „ქართუს“ განცხადებაზე, ამპარტავნობაა და ბიძინა თავისი განსაკუთრებულობით ტკბებაო.

 

ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, რომელმაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, გამოიარა 90-ანი წლები, ჰიპერინფლაცია, სამოქალაქო ომი, შევარდნაძის პერიოდი, სააკაშვილის ტოტალიტარული ფსევდოდემოკრატია, სადაც ინვესტორზე მორგებული პოლიტიკა, დერეგულაცია, სახელმწიფოს სრული დაკნინება მივიღეთ დღის წესრიგში, მთავრობისგან მიტაცების და მითვისების პერიოდი და ამის მერე რომ ითხოვ შვედეთის კალიბრის სახელმწიფოს საქართველოსგან, თან ამ მოულოდნელი გლობალური პრობლემის დროს, ესაა უდიდესი მავნებლობა და ეგზისტენციური ლილიპუტიზმი. სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ქვეყანა საქართველო არსებული ხელისუფლების პირობებში გახდა, მივიღეთ საყოველთაო ჯანდაცვა, სოციალური პაკეტი, რაც ევროპულ ქვეყნებს და ცივილიზებულ სამყაროს აქვს. კაი, აკრიტიკებ რაღაცას ვიღაცის თვალში ქულების დაწერის მიზნით, მაგრამ ოპოზიცია, რომელსაც ახლა უჭერ მხარს, ეგაა, ვინც მთელი თავისი ხელისუფლებაში ყოფნის დრო სახელმწიფოს დაკნინებას მოახმარა, კერძო ინიციატივები გააფეტიშა, სახელმწიფოს მოუკლა რაც მარეგულირებელ, ავტორიტეტულ სერვისების მომწოდებლად ხდიდა, ყველაფრის პრივატიზაცია და კერძოზე გადაყვანა მოახდინა და დღემდე სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფას ეწევა. მოკლედ, სამყაროში პატარა მონაკვეთი არ არსებობს, სადაც ხუხაშვილი მართალი იქნება.

 

მრავალი ასპექტია, რისთვისაც შეიძლება გააკრიტიკო ნებისმიერი ადამიანი, მაგრამ სახელმწიფოსთვის რთულ ვითარებაში, ქველმოქმედებას და დახმარების გაწევას რომ ნეგატიურ ჭრილში უკეთებ განხილვას, ეს განსაკუთრებული ტიპის უღირსობაა. არადა, ბატონ გიას მშვენივრად მოეხსენება „ქართუ ფონდის“ და ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის გაწეული ქველმოქმედების ხასიათი, რომ ეს არაა პირველი და უკანასკნელი მსგავსი ტიპის ინიციატივა, იგივე იყო 2015 წელს თბილისში სტიქიის შემდეგ, როდესაც ივანიშვილმა განაცხადა, თუ რაიმე რესურსს ხელისუფლება და ბიზნესი ვერ მოიძიებს, მე ავანაზღაურებო, ან როდესაც 2013 წელს კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის ფონდმა „ქართუმ“ 100 მილიონი ლარი გამოყო სოფლის მეურნეობისთვის და სახურავების შესაკეთებლად. ეს ყველაფერი გია ხუხაშვილს, რასაკვირველია, ჩემზე უკეთ მოეხსენება, მაგრამ როგორც ჩანს, მავნებლობა მისი ჰობია. ბატონი გიას ლოგიკით,ზემოხსენებული ინიციატივებიც ამპარტავნობა დ ათვითტკბობა გამოდის, ანუ დახმარება, ემპათია, სხვაზე ზრუნვა მხოლოდ თვითტკბობის ჭრილში წარმოუდგენია ამ ადამიანს.

 

ეს სტატუსი რომ ვნახე, სანამ წაშლიდა, გამახსენდა, გასულ კვირას ვუყურე კლინტ ისტვუდის ახალ ფილმს „რიჩარდ ჯიუელი“, სადაც მთავარი პერსონაჟი სახალხო შეკრების ადგილას ბომბს აღმოაჩენს და მისი დროული რეაგირების საფუძველზე უამრავი ადამიანი გადარჩება. შემდეგ კი სკანდალზე და გაყიდვებზე ორიენტირებული მედია სტატიას გამოაქვეყნებს, სადაც ამ ადამიანს ბრალს დებს აფეთქების დაგეგმვაში იმ ლოგიკით, რომ უნდოდა, ხალხის თვალში გმირი გამოჩენილიყოო. ეს ფილმი რეალურად ისტვუდმა ტრამპის მხარდამჭერი მესიჯით გადაიღო, რომელსაც ლიბერალური მედია მუდამ აძაგებს და მრავალ ყალბ ინფორმაციას უვრცელებს, თუმცა, ჩვენს შემთხვევაშიც იდეალურად ერგება გარემოებას. სიკეთის და დახმარების აქტზე როდესაც პირადი მიზერული ვნებების დასაკმაყოფილებლად ამბობ, თვითტკბობა და ამპარტავნებააო, ამაზე მეტად როგორ უნდა დაკნინდე ადამიანი, უკვე ძნელი წარმოსადგენია”, - ამბობს ბაჩო ოდიშარია.

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner