logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: სახელმწიფო ცდილობს ვეტერანებს დაუმკვიდროს ღირსეული ადგილი!
- +

17 ოქტომბერი. 2020. 19:18

 

 

 

„საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე ვდგევართ, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს საკმაოდ ბევრი სოციალური პროგრამა აქვს განხორციელებული და ბევრი საკმაოდ დასახული გეგმაა წინ ვეტერანებისთვის“, - ამის შესახებ გადაცემა „კვირის პოსტში“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ განაცხადა.

 

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ღირსეულად დავაბრუნოთ ვეტერანების შემადგენლობა ჩვეულებრივ, რეალურ ცხოვრებაში, რათა გააგრძელონ პროდუქტიულად ცხოვრება და მოქალაქეობრივი ვალდებულების შესრულება.

 

ფაქტობრივად, დღეს ვეტერანები გამოკვეთილი სოციალური ჯგუფია, რომელსაც სახელმწიფო არამარტო პატივისცემით უყურებს, არამედ ცდილობს დაუმკვიდროს ღირსეული ადგილი და მაგალითი მისცეს მომავალ თაობას, რომ სამშობლოსათვის ნაღვაწი ეს შემადგენლობა იყოს საზოგადოებაში დაფასებული, დაცული და რაც მთავარია ჰქონდეს იმის განცდა, რომ იმ სახელმწიფოსთვის, რომელისთვისაც იღვაწა და იბრძოლა შესაბამისი ადგილი ჰქონდეს დამკვიდრებული“, - განაცხადა კობა კობალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner