logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: წინა ხელისუფლების პერიოდში კრიმინალი თუ არ ხდებოდა, რატომ გვყავდა 24 ათასი პატიმარი
- +

23 ოქტომბერი. 2020. 19:46

 

 

„ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახა კახიშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს კრიმინალის შესახებ ინფორმაციები მაქსიმალურად იმალებოდა.

 

 

კახიშვილის თქმით, სააკაშვილის ხელისუფლების დროს იმალებოდა, არცერთი ტელევიზია ნეგატივზე არ აწყობდა თავის ბადეს.

 

 

„2012 წლამდე ინფორმაციები იმალებოდა, არცერთი ტელევიზია ნეგატივზე არ აწყობდა თავის ბადეს და ყველაფერი მიდიოდა პოზიტივისკენ. როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა, ნეგატივით დაიწყეს.  მაგალითად, ჩხოროწყუში მანქანა დაიწვა. ვინმემ ხომ არ დაწვა? არა, მაგრამ იწყება ასე.  თუ იმ პერიოდში კრიმინალი არ ხდებოდა, მაშინ ვინმემ გაგვაგებინოს როგორ გავედით პირველ ადგილზე ევროპაში პატიმრების რაოდენობით?

 

 

 

თუ არაფერი არ ხდებოდა, ვის იჭერდნენ და საიდან გვყავდა 24 ათასი პატიმარი? რის საფუძველზე გვყავდა? უდანაშაულო ადამიანები იყვნენ? მსოფლიოში მესამე ადგილას ვიყავით, ევროპაში მეორე პატიმრების რაოდენობით.

 

 

 

დაასახელეთ ისეთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ადამიანი ბანკში არ შევარდნილა. მათ შორის, ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები. აქ მთავარია სახელმწიფო როგორ რეაგირებს დანაშაულზე“, - განაცხადა კახა კახიშვილმა „იმედის“ ეთერში.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner