logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება" 55%, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 22% - "რუსთავი2" "Survation-ის" ბოლო კვლევას ასაჯაროვებს
- +

26 ოქტომბერი. 2020. 21:41

 

 

"დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას" - სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" დღეს ბოლო კვლევას ასაჯაროებს, რომელიც პოლიტიკური პარტიების არჩევნების წინა რეიტინგს ასახავს.

 

"Survation-ის" კვლევის შედეგები ასეთია:

 

მთავარი კითხვა: დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას ?

 

"ქართული ოცნება" - 55%

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 22 %

 

"გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი" - 5%

 

"ლელო" - 4%

 

"ევროპული საქართველო" - 4%

 

"პატრიოტთა ალიანსი" - 3%

 

"გირჩი" - 2%

 

"ლეიბორისტული პარტია"  -2%

 

სხვა პარტიებს ხმას აძლევს - გამოკითხულთა 3%.

 

კითხვაზე, დარწმუნებული ხართ, რომ სწორედ თქვენ მიერ დასახელებულ პარტიას დაუჭერთ მხარს?

 

ამაში სრულიად დარწმუნებულია - 70%

 

მეტ-ნაკლებად დარწმუნებულია - 24%

 

მხოლოდ მცირედ ვარ დარწმუნებული  - 3%

 

და სრულიად არ ვარ დარწმუნებული  - 3%

 

ბრიტანულმა ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანია "Survation-მა ", რომელიც "რუსთავი 2-ის" დაკვეთით არჩევნების დღეს ეგზიტპოლს ჩაატარებს, ამჯერად 1 210 რესპოდენტი გამოკითხა.

 

საველე სამუშაოები ჩატარებულია 16-20 ოქტომბერს და მისი ცდომილება 3.5 მეათედი პროცენტია. ეს არის ყველაზე ახლო კვლევა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner