logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: უკრაინაში ერთი ფანჯრის პრინციპით მიხეილ სააკაშვილი უკვეთავს რევოლუციას
- +

30 ოქტომბერი. 2020. 00:48

 

 

„უკრაინაში ერთი ფანჯრის პრინციპით მიხეილ სააკაშვილი უკვეთავს რევოლუციას. ის მივიდა რაღაც ფანჯარაში და უთხრა, რომ მას სჭირდება რევოლუცია. იქ ალბათ უთხრეს, რომ ჩვენ გვაქვს ფართო ასორტიმენტი. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ საკრარული მსხვერპლი პოპულარული ჟურნალისტის სახით. მოვკლავთ იმ ჟურნალისტს, ხალხი აღშფოთდება და დაამხე. კიდევ რა შეგიძლია შემოგვთავზო? კვლევები და ყალბი დამკვირვებლები“, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა „იმედის“ გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.

 

„მე მინდა ჩვენს საზოგადოებასა და ამომრჩეველს ვუთხრა, არანაირი საერთაშოროსო დამკვირვებლების სტატუსი არა აქვთ იმათ, რომელსაც მიშა აგზავნის უკრაინიდან. ხაბეიშვილს რომ აქვს ორგანიზაცია და არჩევნებს რომ აკვირდება და მურთაზ ზოდელავს რომ აქვს ორგანიზაცია, მათგან არაფრით არ განსხვავდება, უბრალოდ უკრაინის პასპორტი ექნება ამ 50 ადამიანს. მიშას პარტიული დამკვირვებლები არიან და არჩევნების ლეგიტიმაციისთვის არიან. ჩვენ ახლა საქმე გვაქვს ყალბი და მოძალადე დამკვირვებლების ცირკულარულ მიგრაციასთან საქართველოსა და უკრაინას შორის“, - აღნიშნა ლაშა ნაცვლიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner