logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ხვალ რომ კახა კალაძე არ იყოს მერი და იყოს ვინმე სხვა, რომელი მერი გაბედავს, გასცეს სამშენებლო ნებართვა რომელიმე რეკრეაციული სივრცის ან სპორტული მოედნის ხარჯზე?!
- +

2 ივნისი. 2021. 00:43

 

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მისმა გუნდმა შექმნა მტკიცე ფუნდამენტი თბილისის განვითარებისთვის. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში ისაუბრა.

 

„დედაქალაქის დღევანდელმა მთავრობამ მოახერხა და ყველაფერი გააკეთა, შეექმნა მტკიცე ფუნდამენტი იმისთვის, რომ მომავალში, მერი იქნება კახა კალაძე თუ ვინმე სხვა, ამ პროექტების გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქალაქისთვის. ამაში ძალიან დიდი შრომაა ჩადებული, უამრავი გათენებული ღამე და ნამდვილად მეამაყება, რომ ჩვენ ეს შევძელით, არა მხოლოდ სატრანსპორტო მიმართულებით, არამედ ურბანული პოლიტიკის ნაწილში.

ხვალ რომ კახა კალაძე არ იყოს მერი და იყოს ვინმე სხვა, რომელი მერი გაბედავს და გასცემს სამშენებლო ნებართვას რომელიმე რეკრეაციული სივრცის ან სპორტული მოედნის ხარჯზე? ვინ გაბედავს ამას? ვინ გააკეთებს? ჩვენ ისე ავწიეთ ეს თამასა, ისეთი რეგულაციები შევიმუშავეთ, მიღებულია გენერალური გეგმა, ძალიან რთული იქნება, ცუდი გაუკეთო ქალაქს. პირიქით, ყველანაირი შესაძლებლობაა, რომ ეს ქალაქი სწორად განვითარდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner