logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე აშშ-ში დავითობის წირვას და საზეიმო ტრაპეზს დაესწრო
- +

9 თებერვალი. 2020. 22:57

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ში, ფილადელფიაში ემიგრანტ ქართველებთან ერთად დავითობის წირვას და საზეიმო ტრაპეზს დაესწრო.​ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

 

 

ემიგრაციაში მყოფ ქართველებთან შეხვედრა ჩემთვის ყოველთვის სასიხარულოა. მადლობას გიხდით თითოეულს, ასე რომ უფრთხილდებით ქართულ ენას, კულტურას და შვილებს სამშობლოს სიყვარულით ზრდით. მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის“, - მიმართა არჩილ თალაკვაძემ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.​

 

 

მანამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქართული ტაძარი მოინახულა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner