logo_geo
eng_logo
ნანა დევდარიანი: ომი სააკაშვილმა და მისმა ხროვამ დაიწყეს, საქართველო არაფერ შუაშია!
- +

19 აგვისტო. 2020. 01:26

 

 

საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი და `გლობალური კვლევების ცენტრის~ ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ნანა დევდარიანი მიიჩნევს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალებისა“ და მათი სატელიტების მოლოდინი ძალიან გადაჭარბებულია.

 

_ იცით, ყველაზე მეტად რა მაკვირვებს? ეს ჩვენი ე.წ. ოპოზიცია მიტინგზე ათას კაცსაც რომ ვერ აგროვებს, არჩევნების მოგებას როგორ აპირებს? რომ გაიძახიან _ კოალიციური მთავრობა უნდა შევქმნათო! _ ხალხი ხმას არ აძლევს და რას ქმნიან? ფუჭია იმაზე ოცნებაც, რომ ესენი ბელარუსული სცენარით ააგორებენ პროცესებს... ჯერ ერთი, ბელარუსი ის ქვეყანა არ არის, სადაც ვინმე ფერად რევოლუციას ასე ადვილად მოაწყობს!

 

_ ქალბატონო ნანა, ნაცებს იმედი აქვთ, რომ საქართველოშიც იმას მოაწყობენ, რაც დღეს მინსკში ხდება...

 

_ „ნაციონალებს“ არეულობის მოსაწყობად რესურსი არა აქვთ! მაგათ რა ჰგონიათ, ბელარუსში ხალხის ძირითადი მასა ლუკაშენკოს ემხრობა! ჩვენგან განსხვავებით, კაცმა ააყვავა ქვეყანა, ბელარუსში არ შეუშვა ტრანსნაციონალური კორპორაციები, მაცივრებს, ტრაქტორებს, მძიმე სატვირთო მანქანებს უშვებს, სოფლის მეურნეობაში გასაოცარი მიღწევები აქვს... ბელარუსულ სოფელში 200-300 ამერიკული დოლარი ყველას აქვს შემოსავალი მაშინ, როცა ჩვენ ყველაფერი დავაქციეთ და საქართველო ასანთსაც კი ვერ აწარმოებს! ქვეყანაში რევოლუცია რომ მოხდეს, ხალხის ძირითად მასას ხელისუფლება ყელში უნდა ჰქონდეს ამოსული... საქართველოში მსგავსი არაფერი შეიმჩნევა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალებისა“ და მისი სატელიტების მოლოდინები ძალიან გადაჭარბებულია.

 

_ ერთმა ჩემმა რესპონდენტმა, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელია, მითხრა, რომ სააკაშვილის დროს .. გაერთიანებული ოპოზიციის თითქმის მთელ შტაბს ფულს ვანო მერაბიშვილი უხდიდა... ის ფაქტი, რომ ოპოზიციის ძველი შტაბელები სააკაშვილსა და ბოკერიას სამუსაიფოდ ჩამოუსხდნენ, სპეცრაზმელის მონათხრობს ამყარებს?

 

_ ხელს ყველას ვერ დავადებ, მაგრამ ოპოზიციის რიგებში ასეთებიც იყვნენ _ მაგალითად, პაატა დავითაიას მთელი მოღვაწეობა და განსაკუთრებით მისი საქმიანობა აგვისტოს ომის საგამოძიებო კომისიაში აშკარად იმის დასტურია, რომ ხელისუფლებასთან იყო შეკრული! რაც შეეხება გუბაზ სანიკიძისა და სხვათა საქციელს, არ შეიძლება ერთ დღეს კაცს `მკვლელსა~ და `მოღვალატეს~ ეძახდე და მეორე დღეს დითირამბებს უძღვნიდე!

 

_ პარლამენტი ისევ ორპოლუსიანი იქნება?

 

_ პარლამენტი ორპოლუსიანი ნამდვილად ვერ იქნება, რადგან `პატრიოტთა ალიანსის~ პოზიციები განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ, რაც სიყალბის ორ მანქანას _ `ენდიაისა~ და `აირაის~ დაარტყა. ახალი პარლამენტი ორპოლუსიანი თუნდაც იმიტომ ვერ იქნება, რომ 2016 წელს „ნაცმოძრაობა“ ჯერ კიდევ ერთიანი იყო, ხოლო დღეს ოფიციალურად გაყოფილი!

 

_ ვინ რა ძალით შევა პარლამენტში?

 

_ პარლამენტში `ქართული ოცნება~ უმრავლესობით შევა. `პატრიოტთა ალიანსიც~ შევა, „ნაცმოძრაობა“ მცირე პროცენტით შევა, თითო-ოროლა კაცს სხვადასხვა პარტიებიც შეიყვანენ...

 

_ გიგა ბოკერიას `ევროპული საქართველო~?

 

_ გიგა ბოკერიასა და მისი პარტიის რეიტინგი ნულის ტოლია!

 

_ წინა კვირას სააკაშვილი ვიღაც დაქირავებულ ექსპერტებთან და იურისტებთან ერთად ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინ გამოვიდა და საქართველოს ხელისუფლება ღალატში დაადანაშაულა _ ისეთი დოკუმენტები მიაწოდეს ჰააგის სასამართლოს, რომ რუსეთს კი არა, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ამტყუნებენო! როგორც ამბობენ, პროკურორი ფატუ ბენსუდა სააკაშვილს მძინარე ცხინვალის დაბომბვას ედავება. როგორ ფიქრობთ, ექსპრეზიდენტს დაჭერის ეშინია?

 

_ სააკაშვილმა ერთხელ ძალიან ვიწრო წრეში განაცხადა _ სიზმარი ვნახე, რომ გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალის პროკურორმა კარლა დელ პონტემ დამიჭირაო. არადა, მან ხომ ყველაზე უკეთ იცის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი თავად დაიწყო? დიახ, ომი სააკავშილმა და მისმა ხროვამ დაიწყეს და საქართველო არაფერ შუაშია! სხვათა შორის, სააკაშვილი შეპყრობილია ციფრების მაგიით... ცხინვალსა და აფხაზეთში ომის დაწყებას ჯერ 2006 წლის 6 ივნისს აპირებდა, მერე 2007 წლის 7 ივლისს, ბოლოს 2008 წლის 8 აგვისტოზე შეაჩერა არჩევანი და ქვეყანაც დაღუპა.

 

რომ გაიძახიან და ერთი ამბავი აქვთ ატეხილი _ `მცოცავი ოკუპაციაო!~ სწორედ სააკაშვილმა შემოუსაზღვრა რუსებს ეს საოკუპაციო ხაზი... 2007 წელს მისმა პარლამენტმა აღადგინა გაუქმებული `სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი~, შექმნა ცხინვალის დროებითი ადმინისტრაცია და მიუერთა მას ახალგორის რაიონი... ფაქტია _ რუსები დღეს ზუსტად ამ საზღვრებზე ავლებენ მავთულხლართებს!

 

სააკაშვილმა _ ამ უსამშობლოო კაცმა, ჩვენი სამშობლო გაყიდა და ყველაფერი რუსებს ჩააბარა!

 

_ სააკაშვილი იმუქრება, რომ საქართველოში უნდა ჩამოეთრეს...

 

_ 2013 წელს, როგორც კი საპრეზიდენტო ვადა გაუთავდა, მაშინვე საქართველოდან მოკურცხლა _ არიქა, არ დამიჭირონო და ახლა გამოჩნდება? ხალხი უკმაყოფილო იმიტომ კი არ არის, რომ ცხოვრება გაძვირდა, `ქართულმა ოცნებამ~ მთავარი დანაპირები არ შეასრულა და დამნაშავეები არ გაასამართლა!

 

 

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner