logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო უწყებები: 18 ოქტომბრიდან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლი დროებით შეწყდება
- +

17 ოქტომბერი. 2020. 23:27

 

 

 

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო უწყებებში აცხადებენ, რომ 18 ოქტომბრიდან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლი დროებით შეწყდება.

 

 

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ოფიციალურ განცხადებებში აღნიშნულია, რომ ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის დროებითი შეწყვეტა ძალაში 18 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე შევა ძალაში.

 

 

განცხადებებში ასევე აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება აშშ-ის, საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტების, ასევე ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მოწოდებების გათვალისწინებით ხდება.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner