logo_geo
eng_logo
აშშ-ში მოხუცებად გადაცმულმა ქალებმა კორონავირუსის ვაქცინის მიღება ურიგოდ სცადეს
- +

22 თებერვალი. 2021. 02:49

 

 

ფლორიდაში 34 და 44 წლის ქალებმა კორონავირუსის ვაქცინის მისაღებად თავის მოხუცებად გასაღება სცადეს. ამის შესახებ ABC იტყობინება.

 

ტელეარხის ცნობით, ქალები ცენტრში მოხუცებად გადაცმულები მივიდნენ - მათ ქუდები, ხელთათმანები და სათვალეები ეკეთათ. თან ვაქცინის პირველი დოზის მიღების შესახებ საბუთებიც ჰქონდათ, თუმცა სამართალდამცველებმა ვერ გაარკვიეს როგორ მოახერხეს მათ პირველი აცრის გაკეთება.

 

როცა ვაქცინაციის ცენტრში ქალების საბუთები შეამოწმეს, აღმოჩნდა, რომ ოლგა მონროი-რამირესისა და მარტა ვივიან მონროის მართვის მოწმობებში დაფიქსირებული დაბადების თარიღი მათ მიერ ცენტრში მითითებულ მონაცემებს არ ემთხვევა. ცენტრის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა ქალებს განუმარტეს, რომ ვაქცინის ურიგოდ მიღების განმეორებითი ჩვენების შემთხვევაში ქალებს დააპატიმრებენ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner