logo_geo
eng_logo
შქმერული იაპონიის სწრაფი კვების ათასამდე ობიექტში გაიყიდება
- +

18 იანვარი. 2020. 01:58

 

 

საქართველოში იაპონიის საელჩოს ინფორმაციით, დღეიდან, იაპონური სწრაფი კვების ქსელ მაცუიას ათასამდე ფილიალში ქართული კერძი, შქმერული გაიყიდება.

 

როგორც ფეისბუკვერდზე იაპონიის საელჩო იტყობინება, ყველა ფილიალში გამოკრულია პოსტერი, რომელზეც საქართველოს რუკა, დროშა და ქვეყნის შესახებ მოკლე ინფორმაციაა დატანილი.

შქმერული ძველი რაჭული კერძია, რომლის სახელწოდებაც რაჭის სოფელ შქმერიდან მოდის. მზადდება ქათმის, ნივრისა და რძისგან.

 

 

right_banner
არქივი
right_banner