logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: რუსეთთან ცივი ომის ფაზიდან ცხელ ფაზაში გადაყვანის მცდელობა, გავრილოვის პროვოკაციის შედეგია
- +

9 ივლისი. 2019. 18:20

 

 

 „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ დირექტორმა ვლადიმერ ბოჟაძემ საქართველოს შემცირებულ ეკონომიკას, გავრილოვის პროვოკაციის შედეგი უწოდა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, ვლადიმერ ბოჟაძე პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

„გავრილოვის პროვოკაციის შედეგი: შემცირებული ეკონომიკა, მშპ, 2 მილიარდ ლარამდე მიუღებელი შემოსავალი, კიდევ უფრო გაღარიბებული უამრავი ოჯახი, რუსეთთან ცივი ომის ფაზიდან ცხელ ფაზაში გადაყვანის მცდელობა, რუსი ტურისტების ნაცვლად რუსი ჯარისკაცების შემოსვლის პროვოცირება, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წინა მდგომარებამდე სიტუაციის მომწიფება, აი, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტების მოქმედებების/შედეგების მცირე ჩამონათვალი. იმედია, მოსახლეობა ძალიან მალე გააკეთებს სათანადო დასკვნებს და ამომრჩეველი 2020 წელს მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას!“  - ნათქვამია აღნიშნულ პოსტში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner