top_leaderboard

მაყვალა გონაშვილი: არაფერი ისე არ გვაშორებს ევროპას და ევროპულ ღირებულებებს, როგორც ის ადამიანები, რომლებსაც თავის დროზე, გრანტიჭამიებს ვეძახდი ხოლმე

„არაფერი ისე არ გვაშორებს ევროპას და ევროპულ ღირებულებებს, როგორც ის ადამიანები, რომლებსაც თავის დროზე, გრანტიჭამიებს ვეძახდი ხოლმე”, – ამის შესახებ პოეტმა მაყვალა გონაშვილმა „იმედი LIVE“-ში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

„არაფერი ისე არ გვაშორებს ევროპას და ევროპულ ღირებულებებს, როგორც ის ადამიანები, რომლებსაც თავის დროზე, გრანტიჭამიებს ვეძახდი ხოლმე. მხოლოდ იმიტომ, რომ მიიღეს გრანტი, მზად იყვნენ ეთქვათ ქართლის დედაზე, რომ არ უჭირავს ხმალი და უჭირავს მამაკაცის ასო. მთელი ჩვენი ცხოვრება, ქართველი ადამიანი მიისწრაფვის იქითკენ, სადაც უკეთესი სამყაროა. როგორ შეიძლება იყო ქართველი მწერალი და იყო ისეთი ბრიყვი, რომ აღფრთოვანებული იყო რუსეთის პოლიტიკით, ეს გულს არ გიკლავდეს. მაგრამ თუ ხარ ქართველი მწერალი და ქართველი ხელოვანი, ასევე შენთვის მიუღებელი უნდა იყოს საქართველოში ისეთი საქმე, როგორიც არის ის, რომ მაგალითად ჩვენ ვემხრობით ტოლერანტობასა და დემოკრატიას და ამ დროს ჟურნალისტს შეურაცხყოფას აყენებ.

ხელისუფლება ამბობს, რომ ეს [გამჭვირვალობის შესახებ] კანონი ევროპულ მომავალს საფრთხეს არ უქმნის. მთელი ცხოვრება მჯერა, რომ ევროპას მივაღწევთ, თუმცა ისიც მინდა, რომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე არ დაიკარგოს ის, რაც არის ქართული – ოჯახის სიწმინდე, ტრადიციების პატივისცემა, წარსულისადმი თაყვანისცემა და ყველაზე მთავარი, ერთმანეთის სიყვარული. მგონია, რომ ის გზა, რომელსაც საქართველო ადგას, არის სწორი გზა“, – აღნიშნა გონაშვილმა.

ასევე იხილეთ