logo_geo
eng_logo
გიორგი იაკობაშვილი: ეს ძველი მკვლელებისა ბანდა როდის აქეთ გახდა „ჩვენი ღირსეული და თავისუფალი ახალგაზრდობა“?
- +

11 ივლისი. 2019. 13:47

 

 

ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მამუკა ხაზარაძემ სექტემბერში საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა დააანონსა. წავიკითხე ანონსი, მომეწონა, კარგად არის დაწერილი, გულიდან მოდის და მისი ადრესატიც გულია, მაგრამ აი, ეს - „20 ივნისის ღამე იყო ის წყალგამყოფი, როდესაც ჩვენმა ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ“ - ეს ვერ გავიგე.

 

ბარამიძე, წიკლაური, მელია, ოქრუაშვილი, რომან და მეგი გოცირიძეები, ნიკა გვარამია და მთელი ეს ძველი მკვლელებისა და მოძალადეების ბანდა როდის აქეთ გახდა „ჩვენი ღირსეული და თავისუფალი ახალგაზრდობა“?

 

ამიტომ, ნება მომეცით, ამ ახალი მოძრაობის შესახებ ვიფიქრო ცუდი, უფრო ცუდი და კიდევ უფრო ცუდი“, - წერს იაკობაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner