logo_geo
eng_logo
გუგული მაღრაძე: ყველამ უნდა გააცნობიეროს თავისი როლი, ვისაც ნამდვილად შესტკივა გული ქვეყნის მომავალზე
- +

6 აგვისტო. 2019. 00:49

 

„რუსეთის სტრატეგიის მიზანი პოსტსაბჭოთა სივრცეში, არის ევროატლანტიკური მიმართულებით მიმავალი მეზობლების ქმედუუნარო სახელმწიფოებად გადაქცევა მათი სახელმწიფოებრიობის საფუძვლების მორყევის გზით“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე სოციალურ ქსელში წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს: 

 

„ჰიბრიდული ომის დროს, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს კრემლის მხრიდან საქართველოს მიმართ, საკმარისია საინფორმაციო, პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა არასამხედრო ზომების გატარება მოსახლეობის პოტენციურად საპროტესტო სეგმენტთან კოორდინაციაში.

 

მთავარია ქაოსის შექმნა, რაც მოწინააღმდეგეს ქმედუუნარო სახელმწიფოდ აქცევს. ეს სტრატეგია მთლიანად ეხმიანება იმას, რაც ჩვენთან ხდება დღეს. ყველამ, ვისაც ნამდვილად შესტკივა გული ქვეყნის და საკუთარი შვილების მომავალზე კარგად უნდა გააცნობიეროს თავისი როლი ამ პროცესში“, - წერს მაღრაძე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner