logo_geo
eng_logo
ნატო დუმბაძე: მადლობა, ბატონო გია, თქვენ ვერასოდეს დაგვტოვებთ!
- +

2 ოქტომბერი. 2019. 14:52

 

პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ჩემს სახლთან არის საოჯახო  სამზარეულო „ბებიები“, შარშან შევდივარ და ბატონი გია დამხვდა, არ ვიცი, უცებ რა მომივიდა, ჯერ მივესალმე და მერე ორივე ხელზე ვაკოცე, იუხერხულა ძალიან და ბავშვივით შერცხვა, ქალები ამას არ აკეთებენ, ნუ მარცხვენო! მე მას ვუთხარი, რომ ჩემ ცხოვრებას და განვლილ გზას სულ მისი მუსიკა დაყვება საუნდტრეკად და რომ უზომოდ მიყვარდა მისი შემოქმედება. ისევ გულწრფელი ღიმილი მივიღე პასუხად და ეს ფოტოზეც აღვბეჭდეთ! მადლობა, ბატონო გია, თქვენ ვერასოდეს დაგვტოვებთ! თქვენი შემოქმედება უკვდავია! მშვიდ ძილს გისურვებთ!“ - წერს ნატო დუმბაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner