logo_geo
eng_logo
ილია კევლიშვილი: რატომ არ ასრულებს პოლიცია კანონს მიტინგების შესახებ, რა ჩვენ რომის პაპზე უფრო დიდი კათოლიკეები ვართ?
- +

17 ნოემბერი. 2019. 02:02

 

 

ჟურნალისტი ილია კევლიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ერთი წელი შესრულდა რაც საფრანგეთში, დემოკრატიის აკვანში, ყვითელჟილეტიანების მიტინგები, აქციები, საპროტესტო გამოსვლები გრძელდება, მერე რა? პოლიციის მიერ ათასობით ადამიანია დასახიჩრებული, გამოყენებულია მომიტინგეების დაშლის ყველანაირი ხერხი, მათ შორის რეზინის ტყვიები, რაღაც არ მახსოვს, მსოფლიოს მიერ, საფრანგეთის მთავრობის მისამართი, სადამსჯელო ღონისძიებები გაეტარებინათ, ან თითი დაექნიათ, მეორე დღეა, რუსთაველის პროსპექტი, თბილისის მთავარი მაგისტრალი, გადაკეტილი აქვთ მომიტინგეებს, 1% პარტიებს და მათ შორის დამნაშავე ნაცებს, რომელთაც სულ არ აწუხებთ, ამ ქმედებით, როგორ რთულ სიტუაციაში აყენებენ იმ უბნის მაცხოვრებლებს, თბილისელებს და საქართველოს სტუმრებს, რატომ არ ასრულებს პოლიცია კანონს მიტინგების შესახებ, რა ჩვენ რომის პაპზე უფრო დიდი კათოლიკეები ვართ?“ - წერს კევლიშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner